სამაგისტრო პროგრამის დასახელება: კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (ერთობლივი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდგომ: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი / Master of Social Sciences
პროგრამის მეორე ნაწილის დასრულების შემდგომ: კვლევის მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში / Research Master in Social Sciences
დადგენილების ნომერი: №44/2026 (დანართი №328)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (თსუ), სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა (იბსუ).
პროგრამის ხელმძღვანელი: იოსებ სალუქვაძე, გეოგრაფიის დოქტორი, სრული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვანცა სალუქვაძე, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემურ გუგუშვილი, სოციოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სწავლების ენა: ქართული
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან 60+60 ECTS:
პირველი ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
40 კრედიტი (ECTS) - სავალდებულო სასწავლო კურსები;
5 კრედიტი (ECTS) - არჩევითი სასწავლო კურსები;
15 კრედიტი (ECTS) - სტაჟირება.
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
მეორე ნაწილი: კრედიტების მოცულობა - 60 კრედიტი (ECTS), მათ შორის:
25 კრედიტი (ECTS) - სავალდებულო სასწავლო კურსები;
5 კრედიტი (ECTS) - არჩევითი სასწავლო კურსები;
30 კრედიტი (ECTS) - სამაგისტრო ნაშრომის (სავალდებულო) შესრულება.
სწავლის ხანგრძლივობა: არანაკლებ ორი სემესტრისა.
ნაწილი I
1.მოამზადოს ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი ციფრული შესაძლებლობების მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ღრმა, სისტემური დარგობრივი ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრების უნარი ინოვაციებისა და ახალი ორიგინალური იდეების გზების განსავითარებლად. აღჭურვოს ისინი (დიდი) მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უახლეს ციფრული მეთოდების მიმდინარე და მომავალი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასადგენად და გადასაჭრელად, პროცესის მახასიათებლების ღრმა ცოდნითა და გააზრებით; შესძინოს მათ შესაბამისი უახლესი კომპიუტერული სოციალური მეცნიერების ძირითად კონცეფციების, თეორიებისა და მეთოდების ცოდნა, რასაც წარმატებით გამოიყენებენ პრაქტიკული სამუშაოს ჩასატარებლად.
2.გამოუმუშაოს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების უნარი; სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაწყვეტის მტკიცებულებაზე დაფუძნებული გზების მოძიების უნარი; რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებისა და ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი, რათა მათ შეძლონ გააანალიზონ დარგის პრობლემები, განახორციელონ ღია პროგრამირების ენების გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობა და დააკმაყოფილონ შრომით ბაზარზე ინდივიდუალური, სოციალური ან ინსტიტუციური საჭიროებები.
3.გამოუმუშაოს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტების ფორმირებისა და განვითარების პროცესში მაღალი პროფესიული სტანდარტებით პასუხისმგებლობის, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დაცვის, საკუთარი სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობების გაცნობიერების უნარი. განუვითაროს პროფესიული საზოგადოების წინაშე საკუთარი დასკვნების და არგუმენტების წარდგენისას პროფესიული ეთიკის სტანდარტების განუხრელად დაცვის პასუხისმგებლობა.
ნაწილი II
1.მოამზადოს ეროვნულ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი ციფრული შესაძლებლობების მქონე სპეციალისტები და მკვლევრები, რომელთაც ექნებათ სფეროს უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ღრმა, სისტემური დარგობრივი ცოდნა და მისი კრიტიკული გააზრების უნარი ინოვაციებისა და ახალი ორიგინალური იდეების გზების განსავითარებლად. აღჭურვოს ისინი (დიდი) მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უახლეს ციფრული მეთოდების მიმდინარე და მომავალი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დასადგენად და გადასაჭრელად, პროცესის მახასიათებლების ღრმა ცოდნითა და გააზრებით, რასაც წარმატებით გამოიყენებენ კვლევითი დასკვნების გასაკეთებლად.
2.გამოუმუშაოს კომპიუტერული სოციალური მეცნიერებების კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით; სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაწყვეტის მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ახალი, ორიგინალური გზების მოძიების უნარი; რთული ან არასრული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებისა და ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი, რათა მათ შეძლონ წარმატებით იკვლიონ დარგის პრობლემები, განახორციელონ ღია პროგრამირების ენების გამოყენებით საკუთარი საქმიანობა და დააკმაყოფილონ შრომით ბაზარზე ინდივიდუალური, სოციალური ან ინსტიტუციური საჭიროებები.
3.გამოუმუშაოს კვლევისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტების ფორმირებისა და განვითარების პროცესში მაღალი პროფესიული სტანდარტებით პასუხისმგებლობის, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების დაცვის, საკუთარი სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობების გაცნობიერების უნარი. განუვითაროს აკადემიური და პროფესიული საზოგადოების წინაშე საკუთარი დასკვნების, არგუმენტების და კვლევის შედეგების წარდგენისას აკადემიური ეთიკის სტანდარტების განუხრელად დაცვის პასუხისმგებლობა.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე:
- გამოცდა ინგლისურ ენაში (ან დადასტურება შესაბამისი სერთიფიკატით) – B2 დონე (40%);
- გასაუბრება სპეციალობაში (60 %).
- მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხის მქონე პირს („კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის“ პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
ნაწილი I
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1. აღწერს და განმარტავს კომპიუტერული სოციალური მეცნიერების ძირითად კონცეფციებს, თეორიებსა და მეთოდებს, მათ შორის სფეროს ზოგიერთ უახლეს მიღწევას, დიგიტალურ სტრატეგიებსა და სივრცითი ანალიზის მეთოდებს; 1. 2. სიღრმისეულად განმარტავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების ადგილობრივ და საერთაშორისო პერსპექტივებს; განსაზღვრავს მდგრადი განვითარების პრინციპებს და მათ კავშირს სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან.
- უნარი: 2.1. აანალიზებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; 2.2. ამუშავებს, აანალიზებს და ამზადებს ვიზუალიზაციებს სხვადასხვა ტიპის სივრცით, ადმინისტრაციულ და რაოდენობრივ მონაცემებს ღია პროგრამირების ენების გამოყენებით; 2.3 სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავებს ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს.
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1. იცავს პროფესიული ეთიკის ნორმებს, მათ შორის აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს; იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ანალიზისა და დასკვნების სისწორეზე და წარადგენს მათ აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით; 3.2 მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით მართავს საკუთარ დროსა და დატვირთვას, იცავს ვადებსა და ინსტრუქციებს, იღრმავებს ცოდნას, აახლებს და ივითარებს კომპეტენციებს, გეგმავს თავის პროფესიულ განვითარებას.
ნაწილი II
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1. აღწერს კომპიუტერული სოციალური მეცნიერების ძირითად კონცეფციებს, თეორიებსა და მეთოდებს, მათ შორის ტექსტის, სოციალური ქსელის, სივრცითი ანალიზის, ექსპერიმენტული და კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდების სფეროში; 1.2. სიღრმისეულად აანალიზებს და კრიტიკულად აფასებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო პერსპექტივებში. სინთეზირებას ახდენს მდგრადი განვითარების პრინციპებს სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის გზების დასასაბუთებლად.
- უნარი: 2.1 დამოუკიდებლად შეიმუშავებს კვლევის დიზაინს და ახორციელებს მის თითოეულ ეტაპს. აანალიზებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე; 2.2 ამუშავებს ღია პროგრამირების ენების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის: ტექსტურ, სივრცით, ადმინისტრაციულ და ქსელურ მონაცემებს, აანალიზებს და ამზადებს (ინტერაქტიულ) ვიზუალიზაციებს. 2.3 სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავებს ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს; 2.4 წარადგენს კვლევის შედეგების როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით სხვადასხვა აუდიტორიისთვის და მყარად იცავს კვლევის შედეგებს.
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 დამოუკიდებლად წარმართავს კვლევისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტების ჩამოყალიბების პროცესს პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით, მათ შორის პლაგიატის პრევენციითა და კეთილსინდისიერად; იღებს პასუხისმგებლობას საკუთარი ანალიზისა და დასკვნების სისწორეზე. 3.2 მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით მართავს საკუთარ დროსა და დატვირთვას, იცავს ვადებსა და ინსტრუქციებს, იღრმავებს ცოდნას, აახლებს და ივითარებს კომპეტენციებს, გეგმავს თავის პროფესიულ განვითარებას.
კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა:
- უნივერსიტეტები და კვლევითი დაწესებულებები;
- ტექნოლოგიური ინდუსტრია;
- საჯარო სექტორი;
- საერთაშორისო ორგანიზაციები;
- სამოქალაქო სექტორი;
- სტრატეგიული და საკონსულტაციო კომპანიები;
- კერძო კომპანიები.